-
ფოლკლორი
კონცერტი საკრუიზო გემის ტურისტებისათვის
კონცერტი საკრუიზო გემის ტურისტებისათვის 12 აპრ. 2017 წ. 19:00 12 აპრილს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ისრაელის საკრუიზო გემის ტურისტებისათვის გაიმართა ფოლკლორული კონცერტი. ბათუმში მოქმედ სხვა კოლექტივებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღო ქართული ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა, ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა და ხალხურ საკრავთა ინსტრუმენტალისტთა
-
მემორიალი
გმირთა ხსოვნის აღსანიშნავად
გმირთა ხსოვნის აღსანიშნავად 9 აპრ. 2017 წ. 10:00 მემორიალურ ღონისძიებაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლ გმირთა ხსოვნის აღსანიშნავად მონაწილეობდა სასულე ორკესტრი.
-
ფესტივალი
თევზის ფესტივალი
თევზის ფესტივალი 7 აპრ. 2017 წ. 12:00 ბათუმში პირველად ჩატარდა თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, მასში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად კულტურულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა.
-
მემორიალი
გმირთა ხსოვნას...
გმირთა ხსოვნას... 23 მარ. 2017 წ. 12:00 23 მარტს ტრადიციულად გმირთა მოედანზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნის დღე სასულე ორკესტრის მონაწილეობით.
-
საქველმოქმედო
მოყვასის დასახმარებლად
მოყვასის დასახმარებლად 15 მარ. 2017 წ. 19:00 საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობა კულტურის ცენტრის ერთერთი პრიორიტეტია. 15 მარტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ კონცერტში, რომელიც დეკანოზ ანდრია ლაითაძის დასახმარებლად ჩატარდა, მონაწილეობდა ქორეოგრაფიული, ვაჟთა და ქალთა ანსამბლები.
-
***
ბათუმში რაგბის ახალი კომპლექსის გახსნის აღსანიშნავად
ბათუმში რაგბის ახალი კომპლექსის გახსნის აღსანიშნავად 8 მარ. 2017 წ. 12:00 ბათუმში რაგბის ახალი კომპლექსის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა. გახსნის ოფიციალური ზეიმის შემდეგ გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, სასულე ორკესტრმა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა.
-
დღესასწაული
ქალის სურნელი
ქალის სურნელი 7 მარ. 2017 წ. 15:00 7 მარტს ბათუმის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, შეხვედრა და კონცერტი. ამ მშვენიერ საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სიმებიანი კვარტეტი. „ქალის სურნელი“ ასე უწოდეს ორგანიზატორებმა ამ დღეს გამართულ ღონისძიებას.