ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

შემოქმედებითი და საქმიანი ვიზიტი რიგაში

შემოქმედებითი და საქმიანი ვიზიტი რიგაში
  24 იანვ.  10:00  -  31 იანვ.  20:00
2014
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

ლატვიის საგუნდო კოლექტივებსა და ბათუმის ქალთა კამერული გუნდის შემოქმედებით კავშირს გასულ წელს ჩეყარა საფუძველი რიგის ცნობილ და ტრადიციულ საგუნდო მუსიკის ფესტივალზე. მანამდე ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ერთობლივი კონცერტი ქალთა კამერულ ანსამბლ "ვიდუსთან" ერთდ. სწორედ "ვიდუსის" შექმნის 20 წლისათვის კონცერტზე იყვნენ მიწვეულები დირიჟორი გელა ვადაჭკორია და დირექტორი გელა ბოლქვაძე. გარდა ამ საპატიო მიზეზისა გელა ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ევროპის კამერული გუნდების ფესტივალის საორგანიზაციო საკითხების კომისიის მუშაობაში. 

   ლატვია, რომელიც ცნობილია საგუნდო მუსიკის საუკუნოვანი ისტორიით, სადაც ყველა მღერის და როგორც ხატოვნად ბრძანა გელა ვადაჭკორიამ "იმდენი გუნდია, რამდენი კაციცააო" დიდი ინტერესით ეცნობოდნენ ქართულ პოლიფონიუ მუსიკას, წინასწარ მომზადებული ჰქონდათ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და უდიდესი ყურადრებით და პატივისცემით ესწრებოდნენ მასტერკლასებს, რომელიც გელა ვადაჭკორიამ არაერთხელ ჩაატარა რიგის და მის ფარგლებს გარეთ.

   შემოქმედებითი და საქმიანი შეხვედრების გარდა გაიმარტა მიღება ლატვიაში საქართველოს ელჩთან ბ-ნ თეიმურაზ ჯანჯალიასთან ქართული სათვისტომოს წამომადგენლებთან იქ მოღვაწე ცნობილ დიზაინერ და მხატვარ ნუგზარ პაქსაძესთან, რომლიც ოცნებაა "ბათუმობაზე" პერსონალური გამოფენის მოწყობა, იგი 1992 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს რიგაში და ხშირად იღებს მონაწილეობას გამოფენებში.

   გელა ვადაჭკორია - " ლატვია სიმღერის ქვეყანაა. ლატვიელთათვის სიმღერა სულიერი კომფორტის აუცილებელი ატრიბუტია. მათი კულტურული მოთხოვნილებაა, დასვენების ფორმაა. აქ საგუნდო კოლექტივები შექმნილია ყველგან - ბანკებში, ოფისებში, დეპარტამენტებში და ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც სამსახურის შემდეგ ჭიქა ლუდზე იკრიბებიან, საუბრობენ და მღერიან. მღერიან არა ანაზღაურებისათვის, არამედ საკუთრი თავის სიამოვნებისათვის. ის კი არა ერთმა მდიდარმა ქალბატონმა ანდერძით თავისი ფეშენებელური სახლი მომღერალთა გუნდს დაუტოვა"

   ლატვიიდან დაბრუნებულები უკვე მასპინძლობისათვის ემზადებიან. რიგელების სურვილია 2015 წლის სექტემბერში ბათუმს ეწვიონ. წესრიგიანი, ევროპული კულტურით და სიზუსტით ცნობილი ლატვიელები წინასწარ იჭერენ თადარიგს. ჩვენ კი ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე დღესაც შეგვიძლია მივიღოთ. ასეთები ვართ ქართველები. ეს კავკასიაა. კარგია თუ ცუდია, ასეთები ვართ და მუდამ მზად ვართ სასურველი სტუმრის მისაღებად.

    ღონისძიებები

    კოლექტივები