ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  6 ივლ.  17:00  -  8 ივლ.  15:00
2023
  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  დასწრება თავისუფალია
×

6-8 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი სამხატვრო ხელმძღვანელი სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ქ-ნი ზაირა ვადაჭკორია. მთავარი დირიჟორი აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბ-ნი გელა ვადაჭკორია, პირველად 2015 წელს, ხოლო 2019 წელს მეექვსე ინტერნაციონალური სიმპოზიუმის ფარგლებში უცხოელი სტუმრების თხოვნით კვლავ გაიმართა აღნიშნულ სიმპოზიმზე გუნდის სოლო კონცერტი. მოსმენილმა და განცდილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „ეს მართლაც ქალთა ხმების ჯადოსნური ჰარმონიებია“ ამ სიტყვებით გამოხატეს უცხოელმა სტუმრებმა მოზღვავებული ემოცია. მრავალეროვანი მსმენელი ერთნაირად მოხიბლული დარჩა გუნდის საშემსრულებლო ხელოვნებით, რეპერტუარის სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. სიმპოზიუმის სტუმრებმა თან წაიღეს პროფესიონალი მომღერლებისადმი უდიდესი სითბო, სიყვარული და ღრმა პატივისცემა.

ქალთა აკადემიური კამერული გუნდმა მსმენელის წინაშე წარმოადგინა ქართული საეკლესიო ქორალებით და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა.

    ღონისძიებები

    კოლექტივები