ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი - 25წელი

ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი - 25წელი
  30 ოქტ.  18:00
2022
  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის #დიდი_საკონცერტო დარბაზი
  დასწრება თავისუფალია
×

საიუბილეო საღამო & დაჯილდოვება

 

სამხატვრო ხელმძღვანელი - ზაირა ვადაჭკორია

( სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე )

მთავარი დირიჟორი - გელა ვადაჭკორია

(აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე)

კონცერტმაისტერი - ქეთევან რაზმაძე

(სამუსიკო ხელოვნების დოქტორი)

 

* * *

საიუბილეო საღამოზე ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვეს ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სოლისტი და მომღერლები:

გუნდის სოლისტი ნატალია ვადაჭკორია, მომღერლები: ქეთევან ვადაჭკორია, მზია აბესლამიძე, ირინა ტრაპაიძე, ნონა ვართანიანი, ნატალია ვართანიანი. 

საღამოზე, ასევე ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭათ: „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორს, ირაკლი შაფათავას, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალური ანსამბლის დამაარსებელსა და ლოტბარს, თეიმურაზ დოლიძეს, ჯაზ ბიგ-ბენდის კურატორსა და კონცერტმაისტერ-რეპეტიტორს, ილია ესიტაშვილს, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს, მერაბ ბოჭორიშვილს.

    ღონისძიებები

    კოლექტივები