ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა - „ახალგაზრდები დისკრიმინაციის წინააღმდეგ".
პროექტი აერთიანებს 40 ახალგაზრდას ევროპის რვა სახელმწიფოდან - სომხეთი, დანია, ფინეთი, საქართველო, მოლდოვა, ნიდერლანდები, შვედეთი და უკრაინა.
პროექტი ერასმუს+ საერთაშორისო, ევროპის საბჭოს მიერ არის დაფინანსებული და მთავარ იდეას ინტეგრაციის ხელშეწყობა, მიგრანტთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომავლობის მქონე ადამიანთა სოციალიზაცია წარმოადგენს.
პროექტის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს საჭირო კომპეტენციები მშვიდობის ხელშეწყობის შესახებ, გაღრმავდეს კულტურათაშორისი დიალოგი და ტოლერანტობა, ასევე ხელი შეეწყოს ინტეგრაციას ციფრული წყაროების მეშვეობით.
შეხვედრაზე ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ირაკლი შაფათავა მონაწილეობდა.