ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე
  25 თებ.  15:00
2022
  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერი
  დასწრება თავისუფალია
×

დღეს მთელი საქართველო მწუხარებით აღნიშნავს 25 თებერვალს. დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც გასაბჭოების დღე. წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო და ამ ბრძოლაში დაიღუპა არაერთი ქართველი.

ამ თარიღის აღსანიშნავად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი მთავრობა, ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობა და საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა გიორგი მაზნიაშვილის თანამებრძოლთა საფლავთან.

კულტურის ცენტრის ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა შეასრულა საგალობლები. დამსწრე საზოგადოებამ თაიგულებით შეამკო მიცვალებულთა საფლავები.

    ღონისძიებები

    კოლექტივები