ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის გახსნა . . .

ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის გახსნა . . .
  1 აპრ.  13:00
2021
  ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N5
  დასწრება თავისუფალია
×

დღეს საზეიმოდ გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის რეაბილიტირებული მუზეუმი, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფილიალია.

მუზეუმი 2001 წელს დაარსდა და მასში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის-ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ფერწერული ტილოები, სკულპტურული ნამუშევრები, ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ნივთები, იმ პერიოდში მოღვაწე მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პირადი ნივთები.

მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლმა შეასრულა „მრავალჟამიერი“ და „ჩემო კარგო ქვეყანავ“.

მისალმების შემდეგ მუზეუმის გიდმა ჩაატარა მოკლე ექსკურსია.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მუზეუმების დირექტორი თეონა ზოიძე, ბათუმის კულტურის ცენტის ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა და სხვა ოფიციალური პირები.

    ღონისძიებები

    კოლექტივები