ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ლესია უკრაინკა: ”მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”!

ლესია უკრაინკა: ”მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”!
  25 თებ.  11:00
2021
  ბათუმის ბულვარის კოლონადების მიმდებარედ
  დასწრება თავისუფალია
×

გამოჩენილი უკრაინელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩი) დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა ყვავილებით შეამკეს ბიუსტი, რომელიც ათეული წლებია ამშვენებს ჩვენს ქალაქს. 

ცერემონიალს ესწრებოდნენ - უკრაინის საპატიო კონსული ქ.ბათუმში ბ-ნ როსტომ ნაკაშიძე, ქ.ბათუმის ვიცე მერი ქ-ნ სოფო ხალვაში, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ-ნ აკაკი ძნელაძე, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა, დიასპორის წარმომადგენლები და სხვა პოეტისა და საზოგადო მოღვაწის თაყვანისმცემლები. 

უკრაინული დიასპორა მთელი წლის განმავლობაში ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე რიგი აქტივობები მზადდება ციფრულ პლათფორმებზე ონლაინ განხილვისთვის, ასევე მომზადებული მასალები დემონსტრაციისთვის და იფინება, „მეგობრობის სახლში“.  რესტავრირებულია ლესია უკრაინკას მემორიალური დაფა, რომელიც განთავსებულია გამსახურდიას N2  სახლში. ამ და ყველა სხვა ღონისძიებებს ხელმძღვანელობს  უკრაინის დიასპორის თავმჯდომარე ბათუმში ქ-ნ ნატალია მიროშნიჩენკო.

თარიღი ჩვენთვის, ქართველებისთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი. მას ყმაწვილობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. 

თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესიამ მეუღლესთან ერთად გაატარა თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში. 

პოეტი გარდაიცვალა 1913 წლის 19 ივლისს. მისი ნეშტი წასვენებული იქნა სამშობლოში და დაიკრძალა კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

მწერალმა ქალმა დატოვა ძვირფასი შემოქმედებით მემკვიდრეობა. ხოლო სიყვარული, რომელიც მას ქართველი ხალხისადმი აქვს გამჟღავნებული, მისი მოგონებების ამ ორ პატარა აბზაცშიც ვლინდება.

“რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას; მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”.

    ღონისძიებები

    კოლექტივები