ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 207 წლის აღნიშვნა . . .

ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 207 წლის აღნიშვნა . . .
  9 მარ.  11:00
2021
  ბათუმის ბულვარის კოლონადების მიმდებარედ
  დასწრება თავისუფალია
×

გამოჩენილი უკრაინელი პოეტის, მხატვრისა და ილუსტრატორის ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 207 წლის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა ყვავილებით შეამკეს ბიუსტი, რომელიც ათეული წლებია ამშვენებს ჩვენს ქალაქს. 

ცერემონიალს ესწრებოდნენ - უკრაინის საპატიო კონსული ქ.ბათუმში ბ-ნ როსტომ ნაკაშიძე, ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა, კულტურის ცენტრის მოადგილე თენგიზ თავდგირიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი ნოდარ მაკარაძე, დიასპორის წარმომადგენლები და სხვა პოეტის, მხატვრისა და ილუსტრატორის თაყვანისმცემლები.

უკრაინული დიასპორა მთელი წლის განმავლობაში ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო კულტურული ურთიერთობებს. რამდენიმე დღის წინ გაიმართა ლესია უკრაინკას 150 წლისთავთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საღამო.ამ და ყველა სხვა ღონისძიებებს ხელმძღვანელობს  უკრაინის დიასპორის თავმჯდომარე ბათუმში ქ-ნ ნატალია მიროშნიჩენკო.

ტარას შევჩენკო დაიბადა 1841 წელს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თანამედროვე უკრაინული ლიტერატურისა და, უმეტესწილად, თანამედროვე უკრაინული ენის საფუძველს წარმოადგენს. შევჩენკო ასევე წერდა რუსულად და დატოვებული აქვს მრავალი ხელოვნების ნიმუში როგორც მხატვარსა და ილუსტრატორს.

1840 წელს შევჩენკომ უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა პოემა „კობზარი“, რომელიც გახდა ახალი ხანის დასაწყისი უკრაინულ ლიტერატურაში. მომდევნო წელს გამოაქვეყნა მეორე პოემა „ჰაიდამაკები“. თავის შემოქმედებაში შევჩენკო უკრაინის გმირულ წარსულს უპირისპირებს უღიმღამო აწმყოს და ცდილობს თანამედროვეებში გააღვიძოს სამშობლოს სიყვარული. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით არის გამსჭვალული შევჩენკოს პოემები „კავკასია“, „დიდი აკლდამა“ და მრავალრიცხოვანი ლექსები.

    ღონისძიებები

    კოლექტივები