ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

გასტროლი ლატვიაში "იურმალას ფესტივალზე"

გასტროლი ლატვიაში
  9 ივლ.  18:00
2016
  ლატვია, ქალაქ იურმალას საკონცერტო დარბაზი
  დასწრება თავისუფალია
×

„ქართველები ცეკვავენ“ კითხულობდა ლატვიელი მაყურებელი ყოველი კონცერტის დაწყების წინ. ეს კითხვა ეხებოდა ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლს, რომელიც მონაწილეობდა რიგის, მსოფლიო ხალხთა საერთაშორისო ცეკვის ფესტივალ–კონკურსში „სუდმარინას“. ყველაფერი კი დაიწყო გასულ წელს, როცა ლატვიელები შემთხვევით ბათუმში დაესწრნენ ანსამბლის რეპეტიციას. აღფრთოვანებულმა სტუმრებმა წლეულს ანსამბლი თავისთან მიიწვია.

კონკურსში გარდა ქართული კოლექტივებისა, მონაწილეობდნენ ჩინეთის, კოლონეთის, ბელორუსიის, სომხეთის, ლიტვის და ლატვიის ქორეოგრაფიული ანსამბლები. ფესტივალ–კონკურსი მე–7 ჩატარდა. მოიხედავად იმისა, რომ ლატვია ცნობილია თვისი მსოფლიო საგუნდო ხელოვნების ფესტივალით, „სუდმარინას“ კონკურსი გამოირჩეოდა ზუსტად დაგეგმილი და გაწერილი პროგრამით და ორგანიზებულობით; მაყურებელი კი სწორად მიგნებული აპლოდისმენტებით.

კონცერტი გაიხსნა ცნობილი „იურმალას“ საკონცერტო დარბაზის „ძინტარის“ სცენაზე, რომელშიც ყველა იღებდა მონაწილეობას 5 წუთიანი პროგრამით. მეორე დღეს დაიწყო საკონკურსო მარათონი, რომელიც გაგრძელდა უძველესი სამეფო სასახლეში, „რუნდალესში“ ღია სცენაზე, მოხუცთა პანსიონში. 7 ივლისს კონკურსის ყველა მონაწილე ანსამბლი ასრულებდა თავისი ქვეყნის ცეკვას, ოღონდ ლატვიური მუსიკის ფონზე.

კონკურსის ჟიურიმ ბათუმის ქორეოგრაფიული ანსამბლი გრან–პრით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა დაბრუნების შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე მცირე შემადგენლობით წარვსდექით, შესრულების ოსტატობით, სინქრონით, აკადემიზმით და რაც მთავარია ქართული ცეკვის თემატური მრავალფეროვნებით, დრამატიზმით, კომპოზიციური სიახლეებით მოვახერხეთ მაყურებელთან და ჟიურისთან მიგვეტანა, ის, რითაც ასე მდიდარია ქართული ქორეოგრაფიული კულტურა. შერსრულებულ იქნა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ითალისწინებდა სხვადასხვა ტიპის საკონკურსო დებულება. დუეტები, სოლოები, ვირტუალური ცალკეული პასაჟები დიდ შტაბეჭდილებას ახდენდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გოგლა გოგიბერიძის სასცენო კოსტიუმებმა, მუსიკალურმა ტანხლებამ. ასეთი მაღალი, ევროპული დონის კონკურსებში მონაწილეობა დიდი სტიმულია ანსამბლისათვის.“

კონკურსის დამტავრების შემდეგ ანსამბლი მიწვეული იქნა ლატვიის კულტურის სამინისტროში. შეხვედრას ესწრებოდა ქ.ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. საკონცერტო დარბაზის „ძინტარის“ ხელმძღვანელობისგან ანსამბლმა მიიღო შემოთავაზება გასტროლების ცატარების შესახებ. ფესტივალის პროგრამაში შედიოდა ცეკვები: „მოხევური“, „ფარიკაობა“, „ქართული“, „ნარნარი“, „ხორუმი“ და სხვა.

    ღონისძიებები

    კოლექტივები