ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი
  11 აპრ.  18:00
2016
  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
  დასწრება თავისუფალია
×

2016 წლის 2-12 აპრილამდე დაგეგმილია თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება, რომელიც უკვე მეექვსე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის საფესტივალო ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.

ტრადიციულად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ აკადემიური და წარმატებული საბავშვო საგუნდო კოლექტივები მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებს კამერული გუნდი „აიდია“ (ლიტვა), შერეული გუნდი „სამარტინი“ (ბელგია) და გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ (უნგრეთი), რომლებიც განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას სთავაზობენ მსმენელს.

ფესტივალის განრიგი: გახსნა
2 აპრილი 19:00 საათი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი კამერული გუნდი „აიდია“ (ლიტვა) გორის ქალთა კამერული გუნდი თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი


3 აპრილი 15:00 საათი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი თელავის ქალთა გუნდი „კახეთის ჰანგები“ რუსთავის კამერული გუნდი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა


4 აპრილი 18:00 საათი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი ვაჟთა გუნდი „მძლევარი“ ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“ გორის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდი თბილისის გოგონათა გუნდი


8 აპრილი 19:00 საათი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა შერეული გუნდი „სამარტინი“ (ბელგია)


10 აპრილი 18:00 საათი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ (უნგრეთი) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი


11 აპრილი 18:00 საათი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი ბათუმის ქალთა კამერული გუნდი ბათუმის სახელმწიფო კაპელა მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი “benefisi” დახურვა


12 აპრილი 19:00 საათი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებen ფესტივალში მონაწილე საგუნდო კოლექტივები, დაგეგმილია 2016 წლის 12 აპრილს და ბოლო ნომრად, ტრადიციულად, გუნდები ერთად შეასრულებენ ჰენდელის „ალილუიას“ ორატორიიდან „მესია“.

    ღონისძიებები

    კოლექტივები