ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური კონკურს-ფესტივალი

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური კონკურს-ფესტივალი
  27 ივლ.  13:00  -  29 ივლ.  20:00
2015
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

    ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს-ფესტივალს უმასპინძლა. „ბათუმის მარგალიტი 2015“-ის მიზანს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენა წარმოადგენს. კონკურსში, ორგანიზატორების განცხადებით, წელს 9 ქვეყნის 60-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პირველი საკონკურსო ტური ბათუმის საზაფხულო თეატრში 27 ივლისს, გალა კონცერტი კი 29-ივლისს გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი ბათუმის კულტურის ცენტრია.

    შეიძლება ითქვას წარმატებით ჩატარდა ბათუმში ახალგაზრდა შემსრულებელტა I საერთაშორისო კონკურსი "შავი ზღვის მარგალიტი." კომპეტენტურმა ჟიურიმ ფესტივალის გრამ პრი გადასცა 21 წლის თურქ მომღერალს ეზგი ალლსს. სხვადასხვა კატეგორიებში დაჯილდოვდნენ მონაწილეები ბელორუსიიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, ლატვიიდან, ბოსნიიდან და პოლონეთიდან. ფოლკლორის კატეგორიაშ გაიმარჯვა აგრეთვე ლილიანა ლომინეიშვილმა (საქართველო, გურია). სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ ბათუმელი პატარებიც, სტუდია "ლიმპოპოს" აღსაზრდელები – ელზა კაზარიანი, მარიამ ცეცხლაძე და ნუცა შანიძე. 

    კონკურსის ჟიურის ტავმჯდომარემ და დირექტორმა ჰელენა–ლორიანა შვილტემ დადებითი შეფასება მისცა კონკურსს და გამოთქვა სურვილი, რათა იგი დამკვიდრდეს საქართველოში.

    "ბათმის კულტურის ცენტრი" საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის მენეჯერის თამარ ღოღობერიძის განცხადებით კონკურსი ამიერიდან ყოველწლიური გახდება და მადლობა გადაუხადა სპონსორებს და ჯეო–ფესტის ორგანიზატორებს, რომელთა ერტადაც წლეულს პირველად ცატარდა ზემოაღნიშნული ღონისძიება.

    შეიცვლება ცატარების ვადაც და 2016 წელს იგი გაიმართება 1–6 ივლისს, უკვე დაიწყო სამზადისი. იმედს გამოვთქვამთ მომავალი კონკურსი უფრო წარმომადგენლობითი იქნება.

ასევე იხილეთ: "გაზეთი აჭარა" #87(20.044) 1–3 აგვისტო 2015წ.

    ღონისძიებები

    კოლექტივები