ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

საგუნდო მუსიკის კონცერტი

საგუნდო მუსიკის კონცერტი
  2 ივლ.  18:00  -  2 ივლ.  18:00
2015
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

საგუნდო მუსიკის კონცერტი, ცრემლები, ოვაციები

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეთათვის 2 ივლისს ქალთა კამერულმა გუნდმა კონცერტი ჩაატარა მუსიკალური 9–წლედის საკონცერტო დარბაზში. შესრულებულ იქნა ქართული საეკლესიო ქორალები, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. უკრაინელი სტუმრების საპატივცემულოდ შესრულდა ჰოკლადის "ჩარივნა სკრიპკა", რომელსაც დარბაზიდან ცერემლმომდგარი, ფეხზე მდგომი მაყურებელი შეუერთდა. ასევე ერთობლივად იმღერა დარბაზმაც და გუნდმაც "სულიკო" და ლაღიძს "სიმღერა თბილისზე".

მეცნიერები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, კუვეიტიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, კორეიდან, ლიტვიდან და ქართველი პროფესორები აღფრთოვანებას და ემოციებს ვერ მალავდნენ ქართული მუსიკით გამოწვეულინ შთაბეჭდილებების გამო.

კონცერტში ჩაერთო ახალგაზრდა ფრანგი ვირტუოზი პიანისტი ბრანისლავ აბიდა.

ზაირა ვადაჭკორია: ასეთი მსმენელი ნამდვილად სანატრელია. ეს ბედნიერებაა, როდესაც დაბრაზში მსხდომმა იცის აკაპელას შესრულების მნიშვნელობა. ამ კონცერტმა ისეთი შემოქმედებითი მუხტი და სიხარული მოგვიტანა, რომელიც დიდხანს გაგვყვება.

 

 

    ღონისძიებები

    კოლექტივები