ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ჯგუფი „GEO PLANET“

ჯგუფი „GEO PLANET“
×

ეთნო-ფოლკლორული როკ-ჯგუფი "ჯეო პლანეტის" დამაარსებელია კომპოზიტორი და მუსიკოსი ედიშერ ლომაძე, რომელიც იმთავითვე პოპულარული გახდა ქვეყნის მაშტაბით გამართული კონკურსებში მონაწილეობით. წარმატებით გამოდიოდა, როგორც საქართველოში გამართულ კონცერტებზე, ასევე საზღვარგარეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფის საკონცერტო ტურნე გერმანიაში(პოცდამი, ბილეფელდი, ბერლინი) მონაწილეობდა საქველმოქმედო კონცერტებში.

ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის მუსიკოსებისა და მომღერლებისაგან, რომელთაგან არაერთი ქართული ესტრადის ცნობადი სახეები არიან .

მიღწეული შემოქმედებითი წარმატებისათვის ჯგუფი ჯეო პლანეტი 2013 წლის თებერვლიდან თვითმართველი ქ.ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის კულტურის ცენტრის სტრუქტურაშია.

2011 წელს გამოსცეს ალბომი.

2017 წლის თებერვალში ანსამბლის სოლისტი ნანუკა გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო ავროვიზიის შესარჩევ კონკურსში(თბილისი).

რეპერტუარი: დრო (კომპ:ედიშერ ლომაძე); ჩვენი გზები (კომპ: ედიშერ ლომაძე); მე შენ გაგიშვებ (კომპ: ედიშერ ლომაძე); ბოლოს და ბოლოს (კომპ: ედიშერ ლომაძე. ლექსი: ოთარ ჭილაძე); ქალი მატარებელში (კომპ: ედიშერ ლომაძე. ლექსი: ტერენტი გრანელი); აგვისტო (კომპ: ედიშერ ლომაძე); Moving on (კომპ: ედიშერ ლომაძე,ოლეგ კოგანი); Rebell Yell (Billy Idol cover); Since I’ve Been Loving You (Led Zeppelin cover); We Are The Champions (Queen cover); Rock You Like a Hurricane (Scorpions cover); Black Dog/Immigrant Song (Led Zeppelin cover); Burn/Stormbringer (Deep Purple cover); Still of the Night (Whitesnake cover)