ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ვოკალური ანსამბლი

ვოკალური ანსამბლი
×

ვოკალური ანსამბლი ჩამოყალიბდა მეცენატის ნარგიზ აბაშიძისა და მაშინდელი აჭარის კულტურის მინისტრის - თეიმურაზ კომახიძის უშუალო მხარდაჭერით. ანსამბლს სათავეში ჩაუდგა გამოცდილი ლოტბარი და დირიჟორი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის დაფერტივალის ლაურეატი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დავით აბულაძე, რომლის საქმიანობამ იმთავითვე გამოიღო შედეგი. 2021 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა არსენ დევაძე.

ანსამბლის რეპერტუარშია როგორც თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა, ასევე მსოფლიოს ხალხთა სიმღერები,საგალობლები, ფოლკლორული ხელოვნების ნიმუშები. ანსამბლი არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია.

 

ანსამბლის შემოქმედებითი ბიოგრაფია

2002 წელს - დაარსდა.

2003 წელს - მონაწილეობს ბულგარეთში (ქ.ვარნა) საერთაშორისო ფესტივალში (დაჯილდოვებულ იქნა გრან-პრით)

2003 წელს - მონაწილეობს საქართველოში გამართულ (ქ.ხობი) ფოლკლორულ ფესტივალში.

2003 წელს - ანსამბლი მონაწილეობს "პანკისობის" სახალხო დღესასწაულში.

2006 წელს - ანსამბლი შეუერთდა ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლს.

2008 წელს - ანსამბლი შევიდა ქ. ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრის სტრუქტურაში დამოუკიდებელ შემოქმედებით კოლექტივად.

2009-2011 წლებში - ანსამბლი მიწვეული იყო ჩრდილოეთ შლესვინგსა და დანიაში ზაფხულის ფესტივალებზე.

2009 წელს - გასტროლები სომხეთში.

2012 წელს -ანსამბლი წარმატებით გამოდის ქ.ბათუმთან დამეგობრებულ უკრაინის ქ.ტერნოპოლში სასულიერო მუსიკის ღია ევროპულ ფესტივალ "მე იქ ვარ,სადაც ღმერთია" დაჯილდოვდა I ადგილით.

2010-2012 წლებში ანსამბლი წარმატებით გამოდის თურქეთში (ბორჩხა, ბურს, სტამბული, ქემალფაშა, თურქეთის მაჭახელა)

სხვადასხვა წლებში–დღემდე - აქტიურად მონაწილეობს ქალაქის და რესპუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში.

წარმატებით გამოდის ‘ბათუმობის’–სახალხო დღესასწაულებზე