ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ქალთა აკადემიური კამერული გუნდი

ქალთა აკადემიური კამერული გუნდი
×

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი ჩამოყალიბდა 1996 წელს. სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი ზაირა ვადაჭკორია. დირიჟორი – აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გელა ვადაჭკორია.

ქალთა კამერული გუნდის რეპერტუარშია როგორც კლასიკოს და ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა, ასევე დასავლეთ ევროპის ავტორთა საგუნდო ნაწარმოებები. დაარსების დღიდან ქალთა კამერული გუნდი გამოირჩევა შესრულების ორიგინალური მანერით და მისი რეპერტუარი მოიცავს ფართო სპექტრის საგუნდო ლიტერატურას. ქალთა კამერული გუნდი ასრულებს ურთულეს პოლიფონიურ, ჰარმონიულ თუ სონორულ კომპოზიციებს. მის შესრულებას ახასიათებს ნატიფი ინტონირება და მდიდარი ტემბრული პალიტრა.

ქალთა კამერული გუნდისმიზანია თავისი წვლილი შეიტანოს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და განვითარებაში, როგორც ბათუმის , ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით; ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების გამოვლენა და მათთვის ხელისშეწყობა; ქართული პროფესიული მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უცხოეთში პოპულარიზაცია.ქალთა კამერული გუნდის საშემსრულებლო ოსტატობას მაღალ შეფასებას აძლევენ ქართული საგუნდო მუსიკის საუკეთესო წარმომადგენლები.

 

ქალთა კამერული გუნდის შემოქმედებითი ბიოგრაფია

1997 წელი - ქ. ვარნის 24-ე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი. (დიპლომი, მედალი, სერთიფიკატი)

1998 წელი - ქ.ანკარის ( თურქეთი ) 2-ე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი. (დიპლომი, სერტიფიკატი - პოლიფონიური მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის )

2006 წელი -10 წლის საიუბილეო კონცერტი.

2010 -2011 წ.წ - 2 სოლო კონცერტი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში.

2012 წელი - V საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე „. (ი.ბარდანაშვილის საავტორო კონცერტი )

2012 წელი - თბილისის ვ სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია. კონცერტი, ცნობილი ქართველი მაესტროს ბ-ნი გივი მუნჯიშვილის 75 - წლის საიუბილეო კონცერტი.

2013 წელი - თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. ( დიპლომი )

2013 წელი -XXI საუკუნის მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი. ( დიპლომი )

2013 წელი - ლატვის - (რიგა) მსოფლიო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი. (დიპლომი)

2013 წელი - 4 სოლო კონცერტი ქ. რიგის ( ლატვია ) ცნობილი მეზა-ჯილდას მწვანე დარბაზში.

2014 წელი შემოქმედებითი შეხვედრა კონცერტი ქ.რიგის(ლატვია) კამერული გუნდის „ვიდუსის“ 20–ი წლისთავის საიუბილეო საღამოზე

2014 წელი კონცერტი მიძღვნილი იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნისადმი(თბილისი)

2014 წელი კომპოზიტორ რუსუდან ხორავას შემოქმედებით საღამოზე (თბილისი)

2014 წელი - თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. ( დიპლომი )

2015 წელი - თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. ( დიპლომი )

2016 წელი - თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. ( დიპლომი )

2017 წელი - თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. ( დიპლომი )

2018 წელი - წელი - თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. ( დიპლომი )

2019 წელი გასტროლი რიგაში/ლატვია/ სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე. 

2019 წელი ოქტომბერი- მუსიკის, კულტურის და ტურიზმის განვითარების საზოგადოების აბუ გოშ და მატეჰ იეჰუდას მუსიკალური ფესტივალი. ისრაელი

2019 წელი იოსებ კეჭეყმაძის საიუბილეო საღამო. ბათუმი

 

საკონცერტო რეპერტუარი:

ქართული საეკლესიო ქორალები: "კირიე ელეისონ" საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II; "შენხარ ვენახი";  "სარწმუნოებით მოვედით"; "წმინდაო ღმერთო"; "მოვედით თაყვანი ვსცეთ"; "ჯვარსა შენსა"; "მრავალჟამიერი" იოსებ კეჭაყმაძე; "იესოს საგალობელი" იოსებ კეჭაყმაძე; "მამაო ჩვენო"(ლექსი ილია ჭავჭავაძე) იოსებ კეწაყმაძე; "ქორალი" იოსებ კეჭაყმაძე; "მემორი" ჯემალ ბეგლარიშვილი; "ავე რეჯინა" ჯოვანი პალესტრინა; "laudi alla vergine maria" ჯუზეპე ვერდი; "საჭიდაო" ოთარ თაქთაქიშვილი; "ლოცვა" ცვეტან დანევი; "ზამთრის გზა" (ლექსი ალექსანდრე პუშკინი) ალექსანდრე სიფრინი; "სოფლად სტირიან ქალები" იოსებ კეჭაყმაძე; "სა ფირუზ" ოთარ თაქთაქიშვილი; "ქალ-ვაჟთა გასაუბრება" ოთარ თაქთაქიშვილი; "ფშავური" ჯემალ ბეგლარიშვილი; "ლხინი სოფლად" ჯემალ ბეგლარიშვილი; "ტყის მეფე" ფრანც შუბერტი; "ავე მარია" რობერტ შუმანი; "ოცნებანი" რობერტ შუმანი; "მონატრება" რუსუდან ხორავა; "სიკეთით სძლიე შენს მტერსა" იოსებ კეჭაყმაძე; "სიმღერა ნაკადულზე" ალექსანდრე ეშპაი; "მუსიკალური მომენტი" იოსებ ბარდანაშვილი; "სიმღერა საქართველოზე" (ლექსი ანა კალანდაძე) იოსებ ბარდანაშვილი; "ლოცვა აღმაფრენის" (ლექსი ტერენტი გრანელი) მინდია ხითარიშვილი; "ნანა" პეტრე ჩაიკოვსკი; "აბუსერიძე ტბელი" ტარიელ დარჩია; "ფერეიდნელი ქართველის გოდება" რევაზ ლაღიძე; "edelweiss" რიჩარდ როჯერსი; "stabat mater" ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი; "ზარი" ტარიელ დარჩია; "წუთისოფელი" ტარიელ დარჩია; "ვარძია" ტარიელ დარჩია; "ლასარის გზაზე" (საკუნდო ციკლიდან "ფშავური დილიები") იოსებ კეჭაყმაძე; "საყვარელი ვიოლინი" პოკლანდი; "ჰიმნი დედაენას" რევაზ ლაღიძე; "მეგრული ნანა" რუსუდან ხორავა; "agnus dei" ჯორჯ ბიზე; "ჩემო კარგო ქვეყანა" (ლექსი ილია ჭავჭავაძე) რევაზ ლაღიძე; "იესო ჩემი მეგობარია"(ქორალი) იოჰან სებასტიან ბახი; "სახუმარო" რუსუდან ხორავა; "შორეულ ჰორიზონტებზე" ფელიქს მენდელსონი; "Aave  Mmaria" ჯულიო კაჩინი; "ფუტკარი" ვალერი პიენკოვი; "Русалка" რანდალ ტომპსონი; "როცა წმინდანები მოაბიჯებენ" (spirituals) ჯონ რუტერი; "baba iaga" მილკო კოლაროვი; "ჩიტი რომ ვიყო" (ლექსი ვახტანგ გოგუაძე) რუსუდან ხორავა; "სამი საგუნდო მინიატურა" რუბენ კაჟილოტი; "ციური ხმები" (საგუნდო სურათი ქალთა გუნდისთვის) რუბენ კაჟილოტი; "ვითარცა მტკვარი" (ლექსი მუხრან მაჭავარიანი) რუბენ კაჟილოტი; "შჩედრიკი" უკრაინული ხალხური სიმღერა; "ყვევილებში" შოთა მილორავა; "სიმღერა საქართველოზე" რუსუდან ხორავა; "ჩემო ყველავ" რუსუდან ხორავა; "MAGNIFIKAT #10" იოჰან სებასტიან ბახი; "თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ" (ლექსი ალექსანდრე ჭავჭავაძე პოემა ქალთა გუნდისთვის) იოსებ კეჭაყმაძე; "Aave  Mmaria" ფრანსის პულენკი; "შეხვედრა ზღვასთან" რობერტ შუმანი; "ხმა კატამონთან" (ლექსი ირაკლი აბაშიძე) რუსუდან ხორავა; "გული შენთან დამჩა" რუსუდან ხორავა; "შეხედე როგორი წყვდიადია" სერგეი ტანაევი; "Aave  Mmaria" XVII საუკუნის უცნობი ავტორი; "Aave  Mmaria" იოჰან ბრამსი; "ცოდვილთა და მწყალობელთა" (ლექსი ბელა ქებურია) რუსუდან ხორავა; "Aave  Mmaria" რაიმონდ პაულსი; "ფსალმები" (I-II-III) იოსებ ბარადანაშვილი; "აქედანადა შენამდე" (ლექსი ხალხური) იოსებ კეჭაყმაძე; "დაღამდება ტყეში ოსეს" (ლექსი გალაქტიონ ტაბიძე) იოსებ კეჭაყმაძე; "ალნი" (ლექსი ხალხური) იოსებ კეჭაყმაძე; "salve regina" xavier busto; "გევედრები სამებაო" რუსუდან ხორავა; "შემოდგომა" იოსებ კეჭაყმაძე; "ფსალმუნები - 121" (3 ნაწილად) იოსებ ბარდანაშვილი; "წამიერებანი" იოსებ ბარდანაშვილი; "libertango" ასტორ პიაცოლა; "svei" პაბლო ბლტრან რუიზი; "Русалка" შვედური ხალხური სიმრერა; "გაზაფხული მოდის"  ალექსანდრე გრეჩანინოვი; "გეოგრაფიული ფუგა"; "სამი დღეა" (ლექსი მუხრან მაჭავარიანი) ზვიად ბილქვაძე; "ქუტაისური სერენადა" (ლექსი ბონდოკეშელავა) იოსებ ბეწაყმაძე; "ზღვა დამდგარიყო ცრემლისა" იოსებ კეჭაყმაძე; "წერილი" იოსებ კეჭაყმაძე; "ინდი მინდი" რუსუდან ხორავა; "Aave  Mmaria" ჯულიო კაჩინი; "ყვითელი ფოთლები" გია ყანჩელი; "ერთად დავუკრათ ტაში" ჯორჯ გერშვინი; "კინომუსიკის საგუნდო ვერსია" გია ყანჩელი; "Duetto buffo di due Gatti" ჯოაკინო როსინი; "ზღაპარივით ბათუმო" ნანა კალანდაძე; "გევედრები სამებაო" რუსუდან ხორავა;

ფოლკლორული მუსიკა: "ნანა" ხევსურული; შენხარ ვენახი, წინწყარო, შავლეგო, საბოდიშო, მორბის არაგვი